"ეროვნული საბჭოს" ლიდერები ქალაქის მთავარ სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან. "ეროვნული საბჭოს" ლიდერები სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
"ჩვენი ახლა გადავინაცვლებთ სამმართველოსთან, რათა ჩვენი დაკავებული წევრები გავანთავისუფლოდ. ამასთან, ვაცხადებთ, რომ თუ დღეს დაკავებულ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ , ხვალ რუსთაველის გამზირს გადავკეტავთ და საპროტესტო მსვლელობას მოვაწყობთ", - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციასა და ეროვნული საბჭოს წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც "საბჭოს" ლიდერებმა სტამბა "თბილისელების" ტერიტორია დატოვეს და დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს.
"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის ინფორმაციით, "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებისა და პოლიციას დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ხუთი ოპოზიციონერი - "ხალხის პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე, "კონსერვატორებიდან" - ირაკლი იმნაძე და ტარიელ ბეკურიშვილი, ხოლო "სამართლიანი საქართველოდან" - გია კობიძე და ჯავახაძე დააკავეს.