შეერთებული შტატები უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას არ აპირებს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „ჩვენ შევისწავლით უკრაინის მოთხოვნებს სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ორიენტირებულნი ვართ მხოლოდ არალეტალური იარაღის მიწოდებაზე. ამ მხრივ ჩვენს გეგმებში ცვლილებები არ შესულა,"-განაცხადა კირბიმ. ამ დროისათვის შეერთებული შტატები უკრაინის არმიას ჯავშან-ჟილეტებით, ღამის მხედველობის მოწყობილობებით, კავშირგაბმულობის სისტემებით, საპატრულო კატერებით, სამხედრო მანქანებით, აღჭურვილობითა და მედიკამენტებით ამარაგებს.
მასალის გამოყენების პირობები