ლეონელ მესიმ ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არგენტინელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 27 წლის თავდამსხმელმა „აპოელთან" შეხვედრაში თავისი 72-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ რაულს გაუსწრო. რამდენიმე დღის წინ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. „სევილიასთან" შეხვედრაში მან ჰეტ-ტრიკი გაიფორმა და საკუთარი მონაგარი 253 გოლამდე გაზარდა.
მასალის გამოყენების პირობები