რუსეთისთვის დამატებითი სანქციები გარდაუვალია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინის კრიზისის დარეგულირებისთვის აქტიურად მუშაობს და ცდილობს, რუსეთზე ზეწოლა ხელთ არსებული ყველა მექანიზმით განახორციელოს.
"რუსეთი არ ცდილობს ან საკმარისად არ ცდილობს უკრაინის კრიზისის გადაჭრას. ამიტომ, ეკონომიკური სანქციები უნდა გაგრძელდეს. მართალია, ამით გერმანიისა და ევროპის ეკონომიკაც ზარალდება, თუმცა დამატებითი სანქციები გარდაუვალია,"-აღნიშნა მერკელმა.