ფულადი სახსრების უქონლობის გამო დონეცკში ხელფასების ნაცვლად სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს დაარიგებენ. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკში სასურსათო პროდუქტებით მომარაგების სპეციალური ცენტრი შეიქმნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სტაბილურ მომარაგებას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში ხელფასებისა და პენსიების გაცემა შეწყვიტა, რის გამოც დონბასი მწვავე ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები