სირიის ავიაცია ისლამისტთა პოზიციებს ბომბავს. სახელისუფლო ძალებმა საჰაერო იერიშები ქალაქ რაკაზე მიიტანეს. ავიადარტყმებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ქალაქი რაკა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება. სახელისუფლო ძალებს გარდა ინტენსიურ საჰაერო იერიშებს რაკაზე საერთაშორისო კოალიციაც ახორციელებს. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები