ბარაქ ობამა ქალაქ ფერგიუსონში მოწყობილი მასობრივი უწესრიგობების მონაწილეთა დასჯის პირობას იძლევა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მასობრივ დარბევებსა და მარადიორობას არანაირი გამართლება არ აქვს და ამისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. ვითარების კონტროლქვეშ ასაყვანად მისურის შტატის ადმინისტრაციამ ფგერგიუსუნში 2200 სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა, რომლებიც პოლიციელებს წესრიგის დამყარებაში დაეხმარებიან. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ქალაქში უკვე მე-2 დღეა გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა 12 წლის მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის გათავისუფლებას აპროტესტებს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები