სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ ელჩს ეროსი კიწმარიშვილს შორის არაოფიციალური შეხვედრები გაიმართა.
ოპოზიციისა და ევროკომისარის სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულეს შეხვედრის შემდეგ თბილისი მარიოტში რუსეთში ყოფილი ელჩები ირაკლი ჩუბინიშვილი უცხოელ მეგობართან ერთად და ეროსი კიწმარიშვილი გამოჩნდნენ, თუმცა შეხვედრა ნინო ბურჯანაძემ და ლევან გაჩეჩილაძემ მხოლოდ კიწმარიშვილთან გამართეს.
როგორც კიწმარიშვილმა არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან ოპოზიციონერებთან შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე ისაუბრა.
"ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო და ჩვენც ამაზე ვსაუბრობდით", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს შესახებ კიწმარიშვილის აზრი აინტერესებდა, როგორც გამოცდილი ადამიანის.
"თუ კონსულტაციების დამჭიდება დამიჯერეთ მას ასი კამერის წინ არ გავმართავ. ჩვენი საუბრის თემა კი მერაბიშვილის ინტერვიუ იყო. მე კიწმარიშვილის აზრი მაინტერესებდა, როგორც გამოცდილი ადამიანის",- აღნიშნა ბურჯანაძემ.