სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტელეარხ ,,100ტვ" -ს კორესპონდენტი არტურ ახმეტგალიევი პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანიაში ითხოვს.
ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას" -ს რუსეთის ბიურო იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტგალიევი აქტიურად აშუქებდა რუსეთში ლგბტ საზოგადოების პრობლემებსა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.
თავად მას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ანტიპრემია ,,ოქროს ოყნას" შესახებ სიუჟეტი გააკეთა.
,,ამ პრემიის ლაურეატებს შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იყო, რომელიც ქვეყანაში ჰომოფობიის მფარველობის გამო ,,ოქროს ოყნით" დააჯილდოვეს." - ნათქვამია ,,რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
გამოცემის განცხადებით, ჟურნალისტ არტურ ახმეტგალიევზე რუსეთში არაერთხელ განხორციელებულა მუქარის ზარები. იყო შემთხვევები, როცა მას აგრესიულად განწყობილი აქტივისტები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
მასალის გამოყენების პირობები