პარლამენტარი ვანო მერაბიშვილის მიერ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებითYგანმარტებებს ხელისუფლებისგან ითხოვს.
როგორც ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინტერვიუ რამდენიმე საგანგაშო მომენტს შეიცავს, რაზეც საზოგადოებამ განმარტებები უნდა მიიღოს.
ცაგარეიშვილი ერთ-ერთ "საგანგაშო მომენტად" მერაბიშვილის მიერ ბაგრატიონთა ქორწინებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამით საპატრიარქოს შეურაცხყოფა მოხდა, ვინაიდან აღნიშნულ ქორწინებაში სწორედ მისი უწმინდესობა იყო ჩართული.
"მერაბიშვილის ეს განცხადება არის ხელისუფლების პოზიციის გამოხატულება, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგაა მიმართული. მისი მიზანი იყო საზოგადოებას შექმნოდა შთაბეჭდილება, თითქოს საპატრიარქო რუსეთის გავლენით მოქმედებს. შს მინისტრისგან ასეთი რამის თქმა ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან ამ ინსტიტუციაზე დგას ჩვენი სამშობლო და ასეთი მიკერძოება დამღუპველია," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
გარდა ამისა, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატი მერაბიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც გორში მდებარე სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ, შს მინისტრი გივი თარგამაძის მიერ მიერ რუსი სამხედროებისთვის ფულის შეთავაზებაზე საუბრობს და აღნიშნა, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელისგან ასეთი ინფორმაციის გაჟღერება გამაოგნებელი იყო, რაც ქვეყნის ღალატადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
"ბევრი რამ მსმენია ამ პარალმენტშიც და მის მიღმაც, მაგრამ ასეთი განცხადება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ გამიგონია", _ განმარტა დეპუტატმა.
ამასთან, გია ცაგარეიშვილმა მერაბიშვილის მიერ ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც გააკრიტიკა და განმარტა, რომ მასზე სათანადო რეაგირება უშუალოდ ხელისუფლების პირველმა პირებმა უნდა მოახდინონ.