მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მის პარტიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" პოზიციას კიდევ ერთხელ პასუხობს.
"ვინ თხოვა ირაკლი ალასანიას თანამშორმლობა? ჩვენ არაფერი გვითხოვია. ყველა ჯერზე ინიციატივა მათგან მოდიოდა. არ ითანამშრომლებენ და ნუ ითანამშრომლებემ. ჩვენს გარეშე გამარჯვება არ იქნება და ვისაც დამარცხება უნდა, მასთან თანამშრომლობა არც ჩვენ გვსურს", - განუცხადა ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი" ფორმულას "ყველას მინუს ნოღაიდელი" კვლავ ძალაში ტოვებს და მასთან ყველანაირ კონსულტაციას გამორიცხავს.