დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთი ყოველწლიურად 40 მილიარდ დოლარს კარგავს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ანტონ სილუანოვის განმარტებით, რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება ნავთობის გაუფასურებაც. ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 30 პროცენტით შემცირდა, რაც რუსეთს ყოველწლიურად 90-100 მილიარდ დოლარს აკარგვინებს.