მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაბულის ცენტრალური რაიონი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ველოსიპედზე იყო დამონტაჟებული და ნატოს კოლონის ჩავლისას ამოქმედდა. აფეთქებას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ავღანეთში განხორციელებული მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტია. გვიან საღამოს ტერორისტებმა ხელბურთის სტადიონი ააფეთქეს, რამაც 50-მდე ადამიანი შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები