კომპიუტერულმა ვირუსმა Regin-მა რუსეთსა და ირლანდიის ელექტრონულ სივრცეს შეუტია. ამის შესახებ Symantec -ის ექსპერტები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსს გვერდების „სკრინშოტი" და წაშლილი ფაილების აღდგენა შეუძლია, რაც ელექტრონულ სისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ვირუსმა შესაძლოა რუსეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც დააზიანოს.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ე.წ. „ჯაშუშური ვირუსი"დასავლური სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო ლაბორატორიაში შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები