აშშ-ში პოლიციელმა 12 წლის მოზარდი მოკლა. როგორც პოლიციელის ჩვენებიდან ირკვევა, ბავშვს ხელში იარაღი ეჭირა და სამართალდამცავების მოთხოვნას, დანებებოდა, არ დაემორჩილა. ამის გამო მას ორი ტყვია ესროლეს. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პისტოლეტი პნევმატური იყო.
მასალის გამოყენების პირობები