დასავლეთი უკრაინაში ვაბანკზე წავიდა, რადგანაც რუსეთის „პონტზე დაჭერა" უნდოდა. ასე აფასებს რუსეთის პირველი დიპლომატი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენი პარტნიორები ვაბანკზე წავიდნენ მაშინ, როდესაც მხარი ექსტრემისტებს დაუჭირეს. როგორც ხულიგნები ამბობენ, მათ ჩვენი პონტზე დაჭერა უნდოდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. დღეს დასავლეთი არ მალავს, რომ სანქციების მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლაა. ისინი ცდილობენ რუსეთის ეკონომიკა გაანადგურონ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. რა თქმა უნდა სანქციები რუსეთს დიდ ზარალს აყენებს, მაგრამ დასავლეთიც არანაკლებ ზარალდება,"-განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები