შეერთბული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით დამატებით 320 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, სოლიდური თანხა უკრაინაში ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციასა და რეფორმების გატარებას მოხმარდება. გარდა ამისა, უკრაინა ვაშინგტონისგან 23 მილიონიან ტრანშს მიიღებს.
აქედან 20 მილიონი დოლარი სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებას მოხმარდება.