რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„არავინ აპირებს ფეხში ტყვია მოირტყას. ევროპასთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობას გავაგრძელებთ, მაგრამ business as usual-ის პრინციპით ევროპა ვეღარ იხელმძღვანელებს. ადრე რუსეთისა და ევროპის ურთიერთობა იყო არათანასწორი. ევროპა ამბობდა: რუსეთმა უნდა გააკეთოს ეს, რუსეთმა უნდა გააკეთოს ის...ასე აღარ იქნება,"-განაცხადა ლავროვმა.