უბედური შემთხვევა ლონდონში. სასტუმრო Hyatt Regency London-ში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს.