აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია. თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჯოზეფ ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს.
დღის ბოლომდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება.
ბაიდენი და ერდოღანი სირიისა და ერაყის საკითხზე იმსჯელებენ. გუშინ ბაიდენმა მოლაპარაკება თურქეთის პრემიერ-მინისტრ ახმეტ დავითოგლუსთანაც გამართა.