მასშტაბური ტერორისტული აქტი კენიაში. თავდასხმა გამთენიისას ნაირობიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სამგზავრო ავტობუსზე განხორციელდა.
მანდერას ავტომაგისტრალზე ავტობუსი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს და მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოფიციალური ნაირობი „აშ-შაბაბის" ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.