ინდაურის შეწყალების, რიგით 67-ე ცერემონია 26 ნოემბერს, თეთღი სახლის ვარდისფერ ბაღში გაიმართება. ტრადიციების მიხედვით, შეწყალებული იქნება არა მხოლოდ "მთავარი ინდაური", არამედ მისი მეწყვილეც.
აშშ-ში მადლიერების დღე ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს იმართება, ხოლო მიმდინარე წელს კი 27 ნოემბერს.
მადლიერების დღის მთავარი კერძი სწორედ, რომ ინდაურია.
მადლიერების დღე დღესასწაულია, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ხოლო შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.
მადლიერების დღის პირველი აღნიშვნის თარიღი და ადგილი სადავოა. თუმცა, მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად აღინიშნა პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს. მადლიერების დღე, როგორც ეროვნული უქმე დღე აღინიშნება 1863 წლიდან, აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით.