რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი" ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიკვიდაციას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის უშიშროების სამსახური იტყობინება.
უწყების ოფიციალური განცხადებით, ავიგდორ ლიბერმანზე თავდასხმის აღკვეთა მოხერხდა.
კონტრდაზვერვის მონაცემებით, ტერორისტთა ჯგუფი უკვე დაკავებულია. როგორც მათი ჩვენებიდან ირკვევა, ექსტრემისტები მინისტრის კორტეჟზე თავდასხმას გეგმავდნენ. „ჰამასის" ლიდერებს ებრაული მხარის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.