დონბასში საბერძნეთის მოქალაქე დაიღუპა. აფანასი კოსე დონეცკის აეროპორტთან 18 ნოემბერს მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა. ბერძნული მხარის განცხადებით, კოსე რამდენიმე კვირის განმავლობაში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და საკუთარი წიგნისთვის დოკუმენტურ მასალებს აგროვებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საბერძნეთის გარდა უკრაინის მოქალაქეობაც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები