5 მილიონამდე არალეგალს შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების საშუალება მიეცემა. საკანონმდებლო ცვლილებები გვიან ღამით პრეზიდენტმა ობამამ წარმოადგინა. საემიგრაციო ცვლილებების გატარებას თეთრი სახლის ლიდერი კონგრესის თანხმობის გარეშე გეგმავს. "მილიონობით ადამიანი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დღემდე არალეგალურად ცხოვრობს, მაგრამ სწორედ მათი გამოვლენა, დაკავება და დეპორტაცია იქნება ჩვენი მხრიდან არალეგალური საქციელი. ისინი კი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, უბრალოდ გატყუებენ,"-განაცხადა ობამამ სატელევიზიო მიმართვაში. შეერთებულ შტატებში დღეისათვის 12 მილიონამდე არალეგალი ცხოვრობს. ყოველწლიურად ქვეყნიდან 400 ათასამდე ემიგრანტს აძევებენ.
მასალის გამოყენების პირობები