მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები მექსიკაში. მეხიკოში ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ პროვინციებიდან ათასობით აქტივისტი ჩავიდა. ისინი ქალაქ იგუალადან 43 სტუდენტის გაუჩინარებას აპროტესტებენ. სტუდენტები ქალაქიდან მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც იგუალაში საპროტესტო აქცია გამართეს. თვითმხილველთა მტკიცებით ისინი პოლიციის მანქანებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აქციის მონაწილეთა ვარაუდით, სტუდენტები სამართალდამცავებმა ერთ-ერთ ბანდიტურ დაჯგუფებას გადასცეს. მასშტაბური საპროტესტო აქციები მეხიკოსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე ერთი თვეა იმართება. დემონსტრანტები პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია.