იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას სინძო აბემ ხელი უკვე მოაწერა, უახლოეს რამდენიმე საათში კი დოკუმენტი დასამტკიცებლად იმპერატორს გადაეგზავნება. პრემიერის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო კამპანია 2 დეკემბრიდან დაიწყება, საპარლამენტო არჩევნები კი სავარაუდოდ 14 დეკემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი კოალიცია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, აბე პოსტიდან გადადგომას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები