სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით თბილისში პრაიმერის ჩატარება დღეს დასრულდება.
ამომრჩევლის "კარდაკარის" პრინციპით გამოკითხვა 20:00 საათზე შეწყდება.
პრაიმერი დედაქალაქის მასშტაბით 6 აპრილს დაიწყო და წინასწარი არჩევნების ფარგლებში, 700-ზე მეტი უბნის 15 ათასამდე ამომრჩევლის გამოკითხვა იგეგმებოდა.
პრაიმერის შედეგები და თბილისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატები ხვალ, 9 აპრილს, ჭადრაკის სასახლეში გამოცხადდება.