დღეს, 8 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, მემორანდუმზე ხელის სასტუმრო "თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" მოაწერენ.
მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) ტექნიკური ხელშეწყობით შემუშავდა.