ყირგიზეთის ოპოზიციამ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა აირჩია.
ორი დღის განმავლობაში ყირგიზეთში მიმდინარე არეულობას 30-მდე ადამიანი ემსხვრპლა. ბოლო მონაცემებით დაჭრილია 300-ზე მეტი.
ოპოზიცია აკონტროლებს ყირგიზეთის დედაქალაქის რიგ სტრატეგიულ ობიექტებს და სახელმწიფო დაწესებულებებს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან ხელისუფლების გადმობარება მოითხოვეს.