აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ საქართველოს პირველი პირის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აქვე განმარტა, რომ შესაბამისი განცხადება ობამამ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
"აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და კმყოფილება გამოხატა", - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განმარტებითაც, ობამამ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და ამ კუთხით სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს იზოლაციას ვერავინ შესძლებს, რადგან მას მხარს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე კონკრეტულად შეერთებული შტატებიც უჭერს.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.