პარლამენტი იმ მარჩენალდაკარგული და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, რომლებიც სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან, პენსიების მიცემის საკითხის განხილვას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტიულება მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო, თუმცა, საჭიროა აღნიშნული გადაწყვეტილების საკანონდმებლო დონეზე ასახვა.
შესაბამისად პარალმენტი იწყებს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვას.
კანონპროექტის თანახნმად, იმ ბავშვების სახელზე, რომლებიც არიან უნარშეზღუდულნი და მარჩენალდაკარგულნი და იმყოფებიან სახელმწიფო კმაყოფაზე, ბანკში გაიხსნება ანგარიში და ყოველთვიურად დაირიცხება ამ კატეგორიებისათვის განკუთვნილი პენსია.
პენსია წლების განმავლობაში დაგროვდება ანგარიშზე და პირი მის გამოტანას მხოლოდ მაშინ შეძლებს როდესაც გახდება სრულწლოვანი ან აღარ იქნება სახელმწიფო კმაყოფაზე.
ამასთან ბანკში პენსიის შენახვისას დაერიცხებათ პროცენტი. მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
აღნიშნული კანონპროექტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარიც დაუჭირა, საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.