იმერეთის რეგიონის ექიმ-ინფექციონისტის ნანა ღონღაძის განცხადებით, მიმდინარე წელს დაფიქსირებული ბრუცელოზის 10-მდე შემთხვევამ მსუბუქ ფორმაში ჩაიარა, ორი შემთხვევისას კი საჭირო გახდა ავადმყოფების სტაციონარული მკურნალობა.
"გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობამ მსუბუქად ჩაიარა, თუმცა ორ შემთხვევაში დაავადებულთა სტაციონალური მკურნალობა გახდა საჭირო", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნანა ღონღაძემ.
მისი განმარტებით, დაავდების გავრცელების მიზეზი არასათანდო პრევენციაა.
"არასათანადო პრევენცია დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება. არ იცრება ყველა პირუტყვი რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს", - განაცხადა ღონღაძემ.
ბრუცელიზს გავრცელების ბოლო ფაქტი ხობის რაიონის სოფლე ქვალონში ხუბუების ოჯახში დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებით საქონლის დაცემა მოხდა. შესაბამისი სიმტომები ოჯახის უფროსსაც აღმოაჩნდა, თუმცა სრუსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს ფაქტზე დროული რეაგირება არ მოუხდენია.
ხუბუების ოჯახში ბრუცელოზის ფაქტი 16 დღის წინ დაფიქსირდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დაავდების შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი 6-დან 30 დღემდე გრძელდება.
რაიონის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ორ კვირაზე მეტია რაიონში ვეტსამსახურის უფროსის დანიშვნას ითხოვს, რათა შესაძლებელი გახდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება და თავიდან იქნას აცილებული ახალი კერების გაჩენა.