საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი დღეს, შეხვდა დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიქაელ ბორგ-ჰანსენს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველო-დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში წარმოებულ ჰუმანიტარულ საქმიანობაზე და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე.
დანიის ელჩი დღეს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და შეხვდება საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს.