ხვალ, 28 ოქტომბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აფხაზური და ოსური სათვისტომოების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ის მოსკოვში მიიწვია საქართველოს ხალხთა ასოციაციამ, რომელშიც შედის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის, აფხაზები და ოსები.
"ამ შეხვედრას ჩვენ ოთხშაბათს ვგეგმავთ. მე მხოლოდ გუშინ ჩამოვედი, რათა, შევხვდე საქართველოს დიასპორებს. მე მოსკოვში მომიწვია საქართველოს ხალხთა ასოციაციამ, რომელშიც შედის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის, აფხაზები და ოსები. მე მინდა, რომ დიალოგი თუ სახალხო დიპლომატია, პირველ რიგში, მათთან დავიწყო".