ნახიევანზე ირანული დრონების იერიშის გამო, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიკანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.