თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით 3 ადამიანია მოთავსებული.
ორი მათგანი, რომელიც მამა-შვილია საგარეჯოდან, მესამე - 47 წლის მამაკაცი კი ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
მამა-შვილი პამიდვრის კონსერვით მოიწამლნენ, ზუგდიდელი მამაკაცის დაავადების მიზეზი კი, ასევე სახლის პირობებში დამზადებული კიტრის მწნილი გახდა.
ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.