მასშტაბური ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ძლიერი აფეთქების ხმა გვიან საღამოს მენუფიას პროვინციაში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო მატარებელის ერთ-ერთ ვაგონში ამოქმედდა. ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები