დამასკოში სკოლის დაბომბვას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სირიელი ადამიანის უფლებათა დამცველები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის შენობა დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ-ერთ გარეუბანში საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ტერიტორიას, სადაც სკოლა მდებარეობს, ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ. ისლამისტები მომნხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მომხრე სამხედრო ფორმირებებს აკისრებენ.
მასალის გამოყენების პირობები