რუსეთი ჩიკაგოს ბირთვულ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ბოიკოტის მიზეზი ვაშინგტონთან პოლიტიკური უთანხმოება გახდა. რუსეთის მოთხოვნით, ჩიკაგოს სამიტზე დისკუსია ტექნიკურ საკითხებზე უნდა გაიმართოს და შესაბამისად, მსგავსი ფორუმების ჩატარების ინიცირება არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უნდა ხდებოდეს. ჩიკაგოში ბირთვული სამიტის ჩატარება 2016 წელს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები