პოლონეთი რუსეთისგან გაზის ტარიფის შემცირებას მოითხოვს. კომპანია PGNiG-მ „გაზპრომს" ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საკუთარ მოთხოვნებს პოლონური მხარე იმ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ვარშავის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პოლონეთი საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. 2012 წლიდან პოლონეთი ათას კუბამეტრ გაზში 550 დოლარს იხდის.