დონბასის მცხოვრებლები კიევისგან პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იტყობინება.
არსენი იაცენიუკის თქმით, სანამ ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილი სეპარატისტთა კონტროლს ექვემდებარება, ხელისუფლება ამ ოლქების მოსახლეობას ვეღარ დაეხმარება, მას შემდეგ კი, რაც კიევი აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლს აღადგენს, სოციალური შემწეობების გაცემა განახლდება.
რაც შეეხება გაზსა და ელექტროენერგიას, უკრაინის პრემიერის განცხადებით, კიევი მზადაა ზამთრის სეზონზე სეპარატისტული რეგიონები ენერგორესურსებით უზრუნველყოს.