ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას ზრდის. ამის შესახებ სამონიტორო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰუგმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამკვირვებელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. აქედან 350 მონიტორი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში განთავსდება. დღეისათვის აღმოსავლეთ უკრაინაში 261 დამკვირვებელი იმყოფება.