დღეს, 7 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო პალატის ოფისში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა დავითაია და სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი, მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებად დანიშნავენ გიორგი კავკასიძეს (შვეიცარია); ორჰან იავუზის (თურქეთი, ქ. ართვინი, ქ. ტრაპიზონი);
ბექა გუჩუას (გერმანია, ქ. ჰამბურგი).
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.
მემორანდუმის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები გახდებიან.