დღეს, 7 აპრილს, 11:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში", არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "მომავალი სიღარიბის გარეშე" ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს აწყობს.
ბრიფინგის შემდეგ, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში გაიმართება სპორტული მარათონი სტუდენტებს შორის. 50 სტუდენტი ერთმანეთს 5-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვაში შეეჯიბრება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.