დღეს, 7 აპრილს, 16:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის "გადაარჩინე სიცოცხლის" ინიციატივით, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" გაიმართება პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეხვედრის ორგანიზატორებმა აცნობეს, შეკრებაზე მონაწილეები გახმაურებული მკვლელობების საკითხზე თავიანთ განწყობას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ.