დღეს, 7 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ.
10:00 საათზე ისინი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
11:00 საათზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდებიან; 12:30-ზე კი _ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანსა და დევნილებს.
13:15 სტუმრები ერგნეთში გაემგზავრებიან, 14:45-ზე გორში კი ჩავლენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
16:45 საათზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები ქართლის რეგიონიდან თბილისში დაბრუნდებიან.