აეროდრომზე უკრაინული წარმოების "A-22" ტიპის სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ინსტრუქტორი კონსტანტინე ჟუკოვსკი და მეორე კურსის სტუდენტი გელა გაბაშვილი დაიღუპნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა სახელდება.
ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი გიგი უგულავა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე, პარლამენტარი გიორგი მელაძე და ისან-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი იმყოფებიან.
საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფა დღეს საღამოს მოხდა. თვითმფრინავი პრაქტიკული მეცადინეობის დროს ჩამოვარდა.
თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, საავიაციო ინსტიტუტის კითვნილი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, შენობას წამოედო და კატასტროფა განიცადა.