ახალი სასწავლო წლიდან პირველკალესები წიგნების ნაცვლად კომპიუტერებს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას გააცნო მთავრობის დღევანდელ გასვლით სხდომაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
მისი განმარტებით, პირველკლასელები "თანამედროვე ტიპის კომპიუტერებს მიიღებენ, რომელიც არც წყალში იძირება და არც დავარდნის შედეგად ტყდება".
"კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება ყველა სახელმძღვანელო, რომელიც პირველ კლასში ისწავლება. ასე რომ, ცალკე წიგნების დარიგება აღარ დაგვჭირდება", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
მისი თქმით, პერსონალურ კომპიუტერებს უკვე დანერგილი ტრადიციისამებრ, ყველა ათოსანი მოსწავლეც მიიღებს.