საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ინციდენტის ადგილზე კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დადგენენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
გიორგაძის ინფორმაციით, ცხედრები ინციდენტის ადგილიდან პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
შეგახსენებთ, საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სადაც ინსტრუქტორი და მოსწავლე იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გადაიცვალნენ.